ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა სერჟანტმა დანაშაული აღიარა


სამხედრო სასამართლომ სერჟანტის აღიარებითი სარჩელი დააკმაყოფილა

ამერიკელმა ჯარისკაცმა, რომელმაც 2012 წელს 16 ავღანელი მოქალაქე განზრახ გამოასალმა სიცოცხლეს, სასიკვდილო განაჩენის თავიდან არიდების მიზნით დანაშაული აღიარა.

ოთხშაბათს ვაშინგტონის შტატში არმიის სერჟანტმა რობერტ ბეილსმა წინასწარ განზრახული მკვლელობა ბრალდების 16-ვე პუნქტში აღიარა. სამხედრო სასამართლომ სერჟანტის აღიარებითი სარჩელი დააკმაყოფილა.

აგვისტოში ბეილსის საქმის მოსმენა შედგება, რომელზეც გადაწდება, ექნება თუ არა ბრალდებულს ოდესმე უფლება თავდებით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.





XS
SM
MD
LG