ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელი კოპტები არაბულ სამყაროში


ეგვიპტელი კოპტები არაბულ სამყაროში

ეგვიპტელი კოპტები არაბულ სამყაროში უდიდესი ქრიტიანული თემია. ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მუსლიმების და ქრისტიანების ერთობა, რომელიც ასე შესამჩნევი იყო სახალხო გამოსვლების დროს.

ქრისტიანები ეგვიპტის 82 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენენ. ყოველ კვირა ისინი ქაიროს წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესიაში ლოცულობენ და ისევე როგორც 2000 წლის წინათ ურყევად ინარჩუნებენ ღვთის რწმენას, მიუხედავად იმისა რომ ამ მიწაზე დიდი ხანია ისლამური რელიგიაა გაბატონებული.

„ვგრძნობ რომ ღმერთი გვიცავს ჩვენ. ახლა ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ღვთის რწმენა გვაძლიერებს. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება.“

ქრისტიანები და მუსლიმები ერთად იდგნენ ქაიროს თაჰრირის მოედანზე სახალხო აჯანყების დროს.

ნაბილ აბდელ ფათა ქაიროს ალ-აჰრამის პოლიტიკური და სტრატეგიული სწავლების ცენტრის მრჩეველია. მისი თქმით:“ ყველაფერში ახალი სული იგრძნობა და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.“

ეგვიპტელ ქრისტიანებს ამ ბოლო დროს ბევრი გაჭირვების გადატანა მოუხდათ. პერიოდულად მათ მუსლიმანები ესხმოდნენ თავს. არ აძლევდნენ ეკლესიებით სარგებლობის და სამსახურში დაწინაურების საშუალებას.

მიუხედავად ამისა ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი სამერ სოლიმანი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით:“ მუბარაქის დროს ეს ძალზე ძნელი იყო, დისკრიმინაცია სახელმწიფო დონეზე და კონსერვატიული მუსლიმებისგან მოდიოდა. არა მგონია ამაზე უარესი რამ მოხდეს.“

ამ საკითხთან დაკავშირებით კოპტების სასულიერო პირებს თავისი თვალსაზრისი გააჩნიათ:“ ჩვენი უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა და საკონსტიტუციო შესწორებების მოლოდინში რეფორმები უნდა განხორციელდეს. მაგრამ კულტურული ფესვები იმდენად ძლიერია, რომ ხალხი ერთმანეთს ძველებურად ყოფს ქრისტიანებად და მუსლიმებად. და ეს არცთუ ისე დადებითი მოვლენაა.

თავად ქაიროს მაცხოვრებლები რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობას გამორიცხავენ: ’’ მე მუსლიმანი ვარ და უამრავი კოპტი მეგობარი მყავს. ასევე ქრისტიანებს ბევრი მუსლიმი ამხანაგი ჰყავთ. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ.“

ეგვიპტელ პოლიტოლოგებს იმედი აქვთ,რომ საბოლოო ჯამში ახალი სოციალური საზოგადოება ჩამოყალიბდება, როდესაც ქრისტიენბი და მუსლიმები ერთი ქვეყნის მოქალაქეებად იგრძნობენ თავს.“

XS
SM
MD
LG