ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოქვეყნდა კონგრესმენი გიფორდის ორი ფოტო


გამოქვეყნდა კონგრესმენი გიფორდის ორი ფოტო

დღეს პირველად გამოქვეყნდა კონგრესმენი გაბრიელ გიფორდის ორი ფოტო. ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის დროს, გიფორდს იანვარში შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს და კონგრესმენი თავში დაჭრა.

ორივე ფოტოზე კონგრესმენს მოკლე თმა აქვს და თავზე ნაიარევი ეტყობა. გიფორდი ამჟამად ტეხასის შტატატში სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას გადის. ის ტეხასში ინდიდენტიდან 2 კვირის შემდეგ გადაიყვანეს.

აპრილში გიფორდმა ფლორიდაში იმოგზაურა, სადაც მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის "ენდევორის" გაფრენას დაესწრო, რომლის მეთაურიც მისი მეუღლე ასტრონავტი მარკ კელი იყო.

იანვარში გიფორს 22 წლის მამაკაციმა ესროლა. ამ თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG