ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონის უზენაესობა - კონგრესმენს ბრალი დაუმტკიცდა


კონგრესმენი ჩაკა ფატა, დემოკრატი, პენსილვანიის შტატიდან
კონგრესმენი ჩაკა ფატა, დემოკრატი, პენსილვანიის შტატიდან

ამერიკის კონგრესმენი პენსილვანიიდან ჩაკა ფატა ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა თაღლითობასა და ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნეს

ერთ-ერთი სამხილი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, ფულის გამოძალვის სქემა იყო, რომლის დროსაც ის ფედერალურ გრანტებს პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად იყენებდა. ამ მეთოდით მან საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიერ აღებული 1 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გაისტუმრა.

სამხილის თანახმად, ფატამ ფილადელფიის მერის არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო კამპანიისთვის $1 მილიონი დოლარი ისესხა. მან არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. სესხის ნაწილი - $600 ათასი - მან საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ბიუჯეტიდან დაფარა, რასაც საარჩევნო კანონი კრძალავს. მან კონტრაქტები გააყალბა და ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობაში ფალსიფიცირებული მონაცემები შეიყვანა იმისთვის, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტიდან კამპანიის სესხი გადაეხადა.

ამასთან, ფატამ საარჩევნო კამპანიის თანხებიდან საკუთარი ვაჟის სტუდენტური სესხებიც გადაიხადა. მისი ვაჟი სხვა ვითარებაში თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის 5-წლიან სასჯელს.

სასამართლო კონგრესმენს განაჩენს ოქტომბერში გამოუტანს. მანამდე კი ცნობილი არ არის გადადგება თუ არა ის თანამდებობიდან. თუ ფატამ კონგრესის წევრობაზე საკუთარი სურვილით არ თქვა უარი, მას კონგრესის ხელმძღვანელობა სთხოვს გადადგომას, რის შემდეგაც ის კონგრესიდან გაირიცხება.

XS
SM
MD
LG