ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა მუშაობა განაახლა


ახალ თემებს გავლენა ექნება 2014 წლის შუალედური არჩევნების შედეგებსა და კონგრესსა და სენატში პარტიული ძალების გადანაწილებაზე

ამერიკის კონგრესი ზამთრის არდადეგების შემდეგ დღეს მუშაობას ანახლებს. კანონმდებლების რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის განხილვა მოუწევთ, რომლებსაც, სავარაუდოდ, გავლენა ექნება 2014 წლის შუალედური არჩევნების შედეგებსა და კონგრესსა და სენატში პარტიული ძალების გადანაწილების მხრივ.

ერთ-ერთი ასეთი თემა დიდი ხნის უმუშევრების შეღავათების გაგრძელება იქნება, რომელსაც დემოკტრაების მიერ კონტროლირებულმა სენატმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.

დამტკიცებამდე, კანონპროექტმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატაც უნდა გაიაგროს. რეპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან 1.3 მილიონი ამერიკელისთვის უმუშევრობის შეღავათების გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ კანონის გაგრძელებისთვის საჭირო თანხა სხვა სახელმწიფო პროგრამას არ მოაკლდა.

რესპუბლიკელები ასევე გააგრძელებენ პრეზიდენტის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის დახვეწის ინიციატივებზე მუშაობას. ამასთან, 15 იანვრამდე კონგრესმა ქვეყნის ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცოს, მთავრობის ნაწილობრივი გათიშვის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG