ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მთავრობა დაფინანსების შეწყვეტის მორიგი საფრთხის წინაშეა


დღეს, შეერთებული შტატების სენატის ყურადღების ცენტრში ფედერალური მთავრობის დაფინანსების მცდელობა და მთავრობის კიდევ ერთხელ შესაძლო დახურვის თავიდან აცილება იქნება.

რესპუბლიკელების და დემოკრატების პოზოციები განსხვავებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დროით უნდა გაგრძელდეს საშინაო ხარჯვა ეროვნული თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ბოლო ვადის ფონზე, სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატამ ორივე პარტიის მონაწილეობით დაამტკიცა ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც პენტაგონს ფინანსური წლის ბოლომდე დააფინანსებს, მაგრამ საშინაო პროგრამები მხოლოდ ექვსი კვირით იქნება უზრუნველყოფილი.

დემოკრატებმა უკვე მიანიშნეს, რომ წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს სენატში დაბლოკავენ. რესპუბლიკელებს სენატში უპირატესობა მხოლოდ ერთი ხმით აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG