ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა


28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ პირველად მიმართა აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას. ერთ საათიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ამერიკელები და კონგრესის წევრები ამერიკული ოცნების სიცოცხლისუნარიანობასა და სამომავლო წარმატებაში დაარწმუნა. ტრამპმა ამერიკელებს პირობა აღუთქვა, რომ საშუალო კლასის პრობლემების დაძლევაზე, სამუშაო ბაზრის გაძლიერებაზე, კრიმინოგენური მდგომარეობის გაჯანსაღებასა და ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მიმართვას კონგრესისა და სენატის წევრების გარდა, პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მსაჯულები და თეთრი სახლის აპარატის წევრები ესწრებოდნენ. აქვე იყვნენ საპატიო სტუმრები და დონალდ ტრამპის ოჯახის წევრები.

XS
SM
MD
LG