ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღაზიები კონფედერაციის სიმბოლოების გაყიდვას წყვეტენ


ჩინეთის უმსხვილესმა ინტერნეტ მაღაზია ალიბაბამ და მასთან ერთად, ამაზონმა, გუგლმა, იბეიმ, ვოლ-მარტმა და სიარსმა გაყიდვიდან ყველა ის ნივთი ამოიღეს, რომელზეც კონფედერაციის სიმბოლოებია აღბეჭდილი.

მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი მაღაზიების ქსელი და ინტერნეტ მაღაზიები ამერიკის კონფედერაციის დროშის გაყიდვას წყვეტს.

ამერიკის რამდენიმე შტატში კი კანონმდებლები კონფედერაციის სიმბოლოების ოფიციალური ადგილებიდან მოხსნაზე მუშაობენ. ეს გადაწყვეტილებები გასულ კვირას სამხრეთ კაროლინაში რასობრივი მოტივით ჩადენილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, ჩინეთის უმსხვილესმა ინტერნეტ მაღაზია ალიბაბამ დღეს გაყიდვიდან ყველა ის ნივთი ამოიღო, რომელზეც კონფედერაციის სიმბოლოებია აღბეჭდილი.

ამ განცხადებას მოჰყვა ამაზონის, გუგლის, იბეის, ვოლ მარტისა და სიარსის იგივე გადაწყვეტილებები.

კონფედერაციის დროშა 1861 წელს ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებიდან ომის ბოლომდე მონათმფლობელობის მხარდამჭერი სამხრეთის შტატების სიბოლო იყო. მოგვიანებით კი, 1960-იან წლებში ის იმ ადამიანებისთვის წარმოადგენდა გამაერთიანებელ სიმბოლოს, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობას და რასობრივ თანასწორუფლებიანობას ეწინააღმდეგებოდნენ.

XS
SM
MD
LG