ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერების მილიონიანი ქველმოქმედება


ჰაკერების მილიონიანი ქველმოქმედება

ჯგუფი, რომელიც თავს "ანონიმს" უწოდებს, ჰაკერებისგან შედგება. მათ ელექტრონული ფოსტისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციის გატეხვით მილიონამდე დოლარი მოიპარეს და საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხეს.

კვირას გავრცელდა ჰაკერების ჯგუფის მიმართვა, სადაც ის უსაფრთხოების კომპანია "სტრეტფორს" ინფორმაციის არასათანადო დაცვითი მექანიზმების შემუშავებაში ადანაშაულებს, რაც კლიენტების ინფორმაციის მოპარვას აადვილებს.

სტრეტფორის კლიენტებს შორის არიან პენტაგონი და შეერთებული შტატების არმია. ჯგუფი "ანონიმის" განცხადებით ამოღებული თანხა მათ წითელ ჯვარს, "გადაარჩინე ბავშვები" და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხეს.

XS
SM
MD
LG