ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის ფონზე, კოლუმბიაში მეამბოხეებმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს


700-ზე მეტი დაინფიცირებული და 14 დაღუპული-ასეთია ახალი კორონავირუსის მონაცემები კოლუმბიაში. პანდემიის ფონზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მემაბოხეებმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ამის შესახებ ორშაბათს განაცხადეს, ცეცხლის შეწყვეტა კი დღეიდან დაიწყო.

მემარცხენე ეროვნული განმათავისუფლებელი არმია ამბობს, რომ ვითარებას ერთი თვის განმავლობაში დააკვირდება. ისინი ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთგვარი ჰუმანიტარული ჟესტია.

მეამბოხეების გადაწყვეტილებას უკვე მოყვა გამოხმაურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სადაც, გენერალურმი მდივანი ანტონიო გუტერეში მიესალმა მეამბოხეების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის დროს ყველა ერთიანი უნდა იყოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG