ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაშველები და ოჯახის წევრები სამხრეთ კოლუმბიის პროვინციულ ქალაქ მოკოაში დაკარგული ადამიანების ძებნას აგრძელებენ. 40-ათასიან ქალაქში, წყალდიდობის და მეწყერის გამო, სულ ცოტა, 254 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

“სამწუხაროდ, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია” - თქვა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა. ის კვირას მოკოაში იმყოფებოდა და სამაშველო სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. უბედურების სათავედ პრეზიდენტი კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს და ამბობს, რომ მოკოაში მარტო იმ ერთი ღამის განმავლობაში, ნალექის საშუალო თვიური რაოდენობის მესამედი დაფიქსირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG