ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი სრულდება


კოლუმბიის მთავრობასა და ეროვნულ პარტიზანულ მოძრაობას შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ხანგრძლივ ამბოხებას დაასრულებს.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა ამას უწოდა:

„ყველაზე ხანგრძლივი, სრულმასშტაბიანი პარტიზანული ომის დამთავრება, რომელიც თავდაპირველად კუბის და საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის საფუძველზე წარმოიშვა და ამ ნახევარსფეროში დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო მიმართული“.

მთავრობასა და რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებამ 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სულ მცირე 5 მილიონ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

XS
SM
MD
LG