ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელი მესამე ვადით აირჩიეს


პარლამენტი ქვედა პალატამ ქალბატონი მერკელი 462 ხმით 150-ის წინააღმდეგ დაამტკიცა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მესამე ვადით აირჩიეს და ის უხელმძღვანელებს გერმანიის ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიის კანონმდებელთა „დიდ კოალიციას“.

პარლამენტი ქვედა პალატამ დაამტკიცა თანამდებობაზე ქალბატონი მერკელი 462 ხმით 150-ის წინააღმდეგ.

კოალიცია ქალბატონ მერკელის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, რთული მოლაპარაკებების შემდეგ შედგა, როცა 22 სექტემბრის არჩევნებში კანცლერის პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა.

როგორც მოელიან, კოალიცია დააწესებს ხელფასის სავალდებულო მინიმუმს და მოაწესრიგებს ზოგიერთ საბანკო წესებს.
XS
SM
MD
LG