ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ტრაგიკული შეცდომა


კოალიციის ტრაგიკული შეცდომა
კოალიციის ტრაგიკული შეცდომა

ავღანეთში ნატოს კოალიციის საჰაერო ოპერაციის შედეგად სამოქალაქო მშვიდობიანი წყვილი და მათი ოთხი შვილი დაიღუპა. ტრაგედია ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კოალიციის სამიზნე სამი მეამბოხე იყო, რომლებიც გზაზე ასაფეთქებელ ნაღმს ამონტაჟებდნენ. მათთვის გამიზნული კოალიციის რაკეტა კი შემთხვევით ახლოს მდებარე სახლს მოხვდა, სადაც მშვიდობიანი ოჯახი ცხოვრობდა. ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. შეცდომა მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ნატოს ძალები ხუნარის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 50 სამოქალაქო პირის მკვლელობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG