ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები და საინფორმაციო საშუალებები


საინფორმაციო არხები აუდიტორიას ინფორმაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში აწვდიან

პიუს კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული ადამიანების ერთი მესამედი ამბობს, რომ შეწყვიტა მათთვის კარგად ნაცნობი საინფორმაციო არხების გაცნობა იმდენად, რამდენადაც ეს საინფორმაციო საშუალებები ახალი ამბების შესახებ ტრადიციულ სტილში არ მოუთხრობენ აუდიტორიას.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოების ეს მოსაზრებები კარგად ასახავს ნიუს-რუმებში საბიუჯეტო შეკვეცებისა და თანამშრომელთა დათხოვნის მტკივნეულ პროცესს, როცა საინფორმაციო არხები აუდიტორიას ინფორმაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში აწვდიან.

კვლევის მიხედვით, ისეთი საკაბელო არხები როგორიც არის ლეგენდარული სი-ენ-ენი მაყურებელს ბოლო დროს უფრო მეტ ინტერვიუს სთავაზობს და არა ახალ ამბებს, რაც წარსულში ამ მაუწყებლის დომინანტურ ფუნქციას შეადგენდა.
XS
SM
MD
LG