ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ბალკანეთში ჩავიდა


სახელმწიფო მდივანი რეგიონში ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განვითარებას უჭერს მხარს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დასავლეთ ბალკანეთში ტურნე დაიწყო, რათა რეგიონში ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განვითარებას დაუჭიროს მხარი.

კლინტონი ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში - სარაევოში ორშაბათს გვიან ალჟირიდან ჩავიდა. სარაევოში კლინტონი და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი ბოსნიის მთავრობის წევრებს შეხვდებიან და ხელისუფლების მართვის, ბიუჯეტის დაგეგმვის და სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებს განიხილავენ.

1990-იან წლებში, ბოსნიის სამ-წლიანი ომის შემდეგ, ქვეყნის სამ ეთნიკურ ჯგუფს შორის შეუთანხმებლობის გამო განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს.

სამშაბათს, ჰილარი კლინტონი და კეტრინ ეშტონი სერბიის დედაქალაქში- ბელგრადში ჩავლენ, შემდეგ კი კოსოვოს დედაქალაქ - პრიშტინაში გაემგზავრებიან.





XS
SM
MD
LG