ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ჩვენებას მისცემს


სახელმწიფო მდივანი ბენღაზიში მომხდარ ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას კონგრესის წინაშე წარსდგება და საგანგებო მოსმენებზე ჩვენებებს ლიბიაში ამერიკის ელჩის და 3 ამერიკის მოქალაქის დაღუპვის შესახებ მისცემს. სახელმწიფო მდივანი კონგრესში გასულ თვეში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ მოსმენები მისი ავადმყოფობის გამო გადაიდო.

ბენღაზიში მომხდარი შეტევიდან 4 თვის თავზე, რომელმაც შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურების უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზები გამოავლინა, კანონმდებლები კლინტონს პირველად მოუსმენენ. ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა 2012 წლის ოქტომბერში განცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რადგან სწორედ ის არის პირადად "მთელ მსოფლიოში მომსახურე 60 ათასზე მეტი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელზე" უშუალო პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG