ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ამერიკელი დიპლომატები ვალდებულნი არიან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს დაეხმარონ.

ვაშინგტონში ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრისას ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ ქვეყანას სამართლიანი კითხვები უჩნდება ამერიკის მიერ დაფინანსებულ არასამთვარობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეს ორგანიზაციები არ გეგმავენ, რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხების მოწყობას.

XS
SM
MD
LG