ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო საზოგადოების როლი დღეს


U. S. Secretary of State Hillary Rodham Clinton
U. S. Secretary of State Hillary Rodham Clinton

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სტრატეგიული დიალოგის მოდელს ქმნის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ანხორციელებს

სამოქალაქო საზოგადოება ყველა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების გარანტია. ეს საზოგადოება ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს, რომლებსაც მშვიდობიანი გზებით სურთ პრობლემების გადაწყვეტა და ამ საქმეში მთავრობის წახალისებას აპირებენ.
სამოქალაქო საზოგადოებას ყველგან დიდი როლი ენიჭება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის იმგვარ ქვეყნებში, რომელთა მომავალი საბოლოოდ არ არის გარკვეული. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებზე საუბრისას.
ხშირად ისე ხდება, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტები უარს აცხადებენ განუსაზღვრელი ძალუფლების მცირე ნაწილის დათმობაზე და უგულვებელყოფენ იმ გარემოებას, რომ მათი ძლიერების წყარო სწორედ საზოგადოებიდან მოდის.
საკუთარი ვიწრო ინტერესების დაცვის მიზნით ისინი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოდიან. ჰილარი კლინტონის განცხადებით:“ სამოქალაქო საზოგადოებას იმიტომ ურტყამენ, რომ ის ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს მოძალადე მთავრობების წინაღმდეგ. ის აერთიანებს ადამიანებს რეპრესიულ ხელისუფლებასთან საბრძოლველად. ის იმ პრინციპზეა აგებული, რომ ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს მთავრობას, არამედ პირიქით.“
შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ეხმარება ადამიანის უფლებათა დამცავებს. ამერიკამ მსოფლიოს 14 ქვეყანასთან ერთად სპეციალური ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სტრატეგიული დიალოგის მოდელს ქმნის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ანხორციელებს.
ამ პროგრამაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის შექმნილი დახმარების ფონდი.
სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალი სახელმწიფოს ქვაკუთხედია, განაცხადა ჰილარი კლინტონმა. ამის გამო შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს იმ ადამიანებს ვინც ამ საზოგადოების შექმნისთვის იბრძვის.
XS
SM
MD
LG