ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობა


აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მზარდი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ისტორიული კავშირები და გავაღრმავოთ თანამშრომლობა რათა მომავალში მზად ვიყოთ გამოწვევებისთვის, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მურეი მაკკულთან შეხვედრის დროს. „ახალ ზელანდიაში ჩემი ვიზიტის დროს ხელმოწერილი ველინგტონის დეკლარაცია ჩვენს მთავრობებს შორის რეგულარულ კონტაქტს ამყარებს იმ ფართო საკითხებზე, რომელიც ორივე მხარეს გვაწუხებს,“ - განაცხადა კლინტონმა.

ველინგტონის დეკლარაციის მიზანია დაამყაროს მოქნილი, დინამიური ურთიერთობების შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიას შორის, რომელიც თანხვდება 21 -ე საუკუნის მოთხოვნებს.

შეერთებული შტატები და ახალი ზელანდია მჭიდროდ თანამშრომლობენ რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე. ბოლო შეხვედრაზე, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და მისმა ახალ ზელანდიელმა კოლეგამ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ახალი ზელანდიის როლზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ავღანეთში ბამიანის პროვინციაში ზელანდიური კონტინგენტის მიერ ავღანენელებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი. ასევე ბირმაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის ხელშეწყობის საკითხი.

ახალი ზელანდია მხარს უჭერს სირიაში გაეროს სამშვიდობო დესპანის კოფი ანანის გეგმას და ასვეე გაეროს დევნილთა პროგრამას, რომელიც თურქეთში სირიელი დევნილებისთვის ხორციელდება. „ერთობლივად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა ასადის რეჟიმზე“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ახალმა ზელანდიამ წელს წარმატებით უხელმძღვანელა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმს, სადაც რეგიონის განვითარების და კლიმატური ცვლილების საკითხები განიხილეს. შეერთებული შტატები განაგრძობს წყნარი ოკეანის კუნძულებთან მუშაობას საერთო ინტერესის სფეროებზე.

„რამდენადაც ჩვენ ვდგავართ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე, ჩვენი კოლექტიური მიზნის მისაღწევად საერთო დემოკრატიული ღირებულებებით და საერთო ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ,“ განაცახდა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG