ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ბენღაზიში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს


კლინტონი-არავის სურს ჩაუღმავდეს საქმის არსს იმაზე მეტად ვიდრე ეს ობამას ადმინისტრაციას უნდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ინტერნეტით პასუხისმგბელობის აღება გასულ თვეს ბენღაზიში ამერიკელი დიპლომატების მკვლელობაზე, არ არის ძლიერი სამხილი, თუ რეალურად ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. თუ რას ფიქრობენ სახელმწიფო დეპარტამენტში ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომხდარ თავდასხმაზე, რასაც ამერიკის ელჩიც შეეწირა, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.
11 სექტემბერს ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეტევაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ანსარ ალ-შარიამ იკისრა. დაჯგუფების განცხადება ფეისბუქით და თვითერით გავრცელდა.
ამან კი გამოიწვია კითხვები ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ პირველად შეფასებასთან დაკავშირებით, რომ ეს შეტევა მოციქულ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმის გავრცელებამ გამოიწვია. იგივე განცხადება გაიმეორა გაეროში ამერიკის ელჩმა თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ.
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ანსარ ალ-შარიას განცხადება და თავდასხმაზე პასუხისმგებლობის აღება არაფერს ნიშნავს.
„ფეისბუქზე რაიმეს დადება არ წარმოადგენს სამხილს. და მე ვფიქრობ, რომ იმ დროს ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა და გარკვეულწილად ეს გრძელდებოდა რაღაც პერიოდი,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას, კლინტონმა აღნიშნა, რომ მომხდარი მოვლენების განხილვა უნდა ეფუძნებოდეს იმ პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს.
„დამოუკიდებელმა ანგარიშვალდებულების განხილვის ბიურომ უკვე გაწია მძიმე სამუშაო, რაშიც მოიცვა ყველაფერი და დოკუმენტი, და მე რეკომენდაციას ვაძლევ, რომ კომლექსურად შეხედონ ყველა იმ საკითხს, რასთანაც შესაძლოა ეს თავდასხმა იყოს დაკავშირებული,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ და ასევე მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ელჩის და კიდევ ოთხი ამერიკელის მკვლელობასთან დაკავშირებით, ამერიკელთა შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა.
როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, არავის სურს ჩაუღმავდეს საქმის არსს იმაზე მეტად ვიდრე ეს ობამას ადმინისტრაციას უნდა.
როგორც ცნობილი გახდა, თურქეთმა ტუნისში უკვე განახორციელა ბენღაზის თავდასხმასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილი პირის ექსტრადირება. სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ არ აკონკრეტებს, დაკითხავს თუ არა ამერიკის ხელისუფლება ეჭვმიტანილს.
XS
SM
MD
LG