ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ლიბიის შესახებ


ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ლიბიის მომავალს მიეძღვნა, სიტყვით გამოსვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა ლიბიაში პოტენციური ხოცვა-ჟლეტა აიცილეს თავიდან, არასაფრენი ზონა დააწესეს, შეაჩერეს არმიის გააქტიურება, კოალიციაში დამატებით პარტნიორები შემოიმტკიცეს და ლიბიაში მიმდინარე ოპერაციებში ხელმძღვანელობა ნატოს ძალებს გადააბარეს.

კოალიციის რეაქცია კადაფის მთავრობის არაადამიანური კამპანიის წინააღმდეგ ნამდვილად საერთაშორისო მასშტაბის ძალისხმევაა და ამერიკის პარტნიორების ერთობლივი თავსატეხი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ლიბიელი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მაგრამ, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჩვენი სამხედრო მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზეა აქცენტირებული და ამისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო ფართო მიზნისკენ სწრაფვა, რაც ისეთი ლიბიის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც არა დიქტატორს არამედ ლიბიელ ხალხს ეკუთვნის, განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

კლინტონი: „ჩვენი სამხედრო ძალისხმევის მიღმა, ყველა ჩვენთაგანი მოწოდებულია სამი მიმართულებით იმუშაოს: პირველი, ვუზრუნველყოთ ჰუმანიტარული დახმარება,. მეორე, კადაფის რეჟიმის დევნა და იზოლაცია სანქიებისა და სხვა ზომების საშუალებით და ბოლოს, ლიბიელების ძალისხმევის ხელშეწყობა პოლიტიკური ცვლილების მიმართულებით მათივე მისწრაფებების შესასრულებლად.

ჰუმანიტარულ ფლანგზე, გაეროს ლიდერობით ჩვენ ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიმუშავებთ ისევე როგორც რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა დახმარების აღმოჩენა შევძლოთ.“

კლინტონმა დაამატა, რომ არავინ არ უნდა მოახვიოს ლიბიელ ხალხს საკუთარი ნება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიცვას ისინი საკუთარი ბედის გადაწყვეტისას.

კლინტონი: „ახლა ცვლილების დროა ლიბიისთვის, ისევე როგორც მისი მეზობლებისთვის რეგიონში და მთელს მსოფლიოში."

სხვადასხვა მთავრობისა და სხვადასხვა გარემოებების ქვეშ, ადამიანები ფუნდამენტურ მისწრაფებებს გამოხატავენ-იქნება ეს მათი მთავრობის მოღვაწეობის შესახებ პოზიციის დაფიქსირება, კორუფციის დასრულების სურვილი, ძალადობისა და შიშის დაძლევის მოთხოვნა, ან არადა ღირსეული ცხოვრების უფლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მიზნები ადვილად მიღწევადი არ არის, მაგრამ ეჭვსგარეშეა, რომ ისინი ყველას მობილიზებას მოითხოვს.“

ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ლიბიიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთობის დაცვის მომრეა. განაცხადა ჰილარი კლინტონმა

XS
SM
MD
LG