ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის ინდური ტურნე


კლინტონის ინდური ტურნე
კლინტონის ინდური ტურნე

სახელმწიფო მდივანი ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკამ და ინდოეთმა ერთად უნდა იბრძოლონ ძალადობრივი ექსტრემისტული ქსელების წინააღმდეგ, ასევე ერთად უნდა იმუშაონ შიდა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ეს განცხადება ჰილარი კლინტონმა დღეს ინდოეთის დედაქალაქ დელიში გააკეთა, სადაც ის ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს ინდოეთის ლიდერებთან ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

კლინტონის განცხადებით, ექსტრემისტებთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესი თემაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გასულ კვირას ინდოეთის ქალაქ მუმბაიში განხორციელებულმა ტერაქტების სერიამ, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა.

ჰილარი კლინტონმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ფინანსური კავშირების, ღია ბაზრების აუცილებლობაზე. საუბარი ასევე შეეხო ინდოეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხსაც.

XS
SM
MD
LG