ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


ამერიკელი ხალხის სახელით,, აშშ მთავარმა დიპლომატმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: " საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ამ დღეს. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მდიდარ ქართულ კულტურასა და ისტორიას. საქართველომ შთამბეჭდავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას მიაღწია და მე მჯერა მისი წარმატებული მომავლის.

საქართველო ამერიკის ღირებული მეგობარია. დღეს ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაცხადებთ ამერიკის გადაწყვეტილებას- ერთად მუშაობით გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა.

საქართველოს გულთბილად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და მას მშვიდობიან და წარმატებულ წელს ვუსურვებ."

XS
SM
MD
LG