ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა ბალკანეთში ვიზიტი დაიწყო


კლინტონმა ბალკანეთში ვიზიტი დაიწყო
კლინტონმა ბალკანეთში ვიზიტი დაიწყო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბალკანეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის პირველი ქვეყანა ბოსნია იყო, სადაც მან სტუდენტებს მიმართა სიტყვით. ქალბატონი კლინტონი ქვეყნის სამწევრიანი საპრეზიდენტო მმართველობას შეხვდა, რომლებიც ხორვატ, მუსლიმ და სერბ მოსახლეობას წარმოადგენენ.

კლინტონის თქმით, ბოსნიამ საკონსტიტუციო რეფორმა უნდა ჩაატაროს და სამთავრობო სტრუქტურა გაამარტივოს. ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მომსახურებას გაამარტივებს, არამედ გააღრმავებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

კლინტონის თქმით, ამ რეფორმების გარეშე ბოსნიისთვის რთული იქნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.

სამოქალაქო ომის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ძალაუფლება თანაბრად გაიყო ხორვატებს, მუსლიმებსა და სერბებს შორის. თითოეულ მხარეს გადაწყვეტილებების პროცესში ვეტოს ძალა აქვს, რაც ქვეყანაში ძალაუფლების ცენტრალიზებას ხელს უშლის.

ვიზიტის დაწყებამდე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბატონმა ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონი კლინტონის ვიზიტი მნიშვნელოვან დროს ემთხვევა:

„ევროკავშირმა, ამერიკამ, ნატომ , ყველამ მკაფიოდ გააგებინა ბოსნიას, თუ როგორი სახის რეფორმები უნდა გატარდეს. სახელმწიფო მდივანი სწორედ ამ მოწოდების გასამყარებლად ეწვია სარაევოს.“

კლინტონი ბოსნიიდან ბელგრადში ჩავა და სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს შეხვდება. ტადიჩთან ის კოსოვოს საკითხებსა და ბოსნიის რეფორმებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ისაუბრებს.

ბატონი გორდონის განცხადებით:

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. კოსოვო სუვერენული და დამოუკიდებებელი ქვეყანაა. კოსოვოს საზღვრების განხილვა მოლაპარაკებების თემა არ იქნება. თუ სერბებს ევროპაში გაერთიანება სურთ, მათ უნდა გამონახონ გზა და მიიღონ კოსოვოს სტატუსი.“

ხვალ კლინტონი კოსოვოს ეწვევა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება კოსოვოში მისი 2-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG