ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერიტორიული დავა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ


ჩინეთი მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

შეერთებული შტატების განცხადებით, ჩინეთი მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, რათა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიული დავა საბოლოოდ მოგვარდეს.

ხუთშაბათს, კამბოჯაში ვიზიტით მყოფმა ჰილარი კლინტონმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იანგ ძეჩისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს. ოფიციალურად, ეს მოლაპარაკებები სექტემბერში დაიწყება.

კლინტონი და იანგი ერთმანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის კონფერენციაზე შეხვდნენ.

კონფერენციაზე გამოსვლისას კლინტონმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოებს შორის უთანხმოების მოგვარების საკითხებს. მან ასევე მოუწოდა სამხრეთ აზიის ქვეყნებს რესურსებით მდიდარი რეგიონის ათვისების საქმეში ერთიანი ძალისხმევა გამოიჩინონ.
XS
SM
MD
LG