ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის ვიზიტი ალჟირში


დაუჭერს თუ არა ალჟირი მხარს დასავლეთ აფრიკის ძალებს?

სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ალჟირში იმყოფება და უმაღლეს სახელმწიფო პირებთან შეხვედრებს გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კლინტონს სურს დააზუსტოს, თუ როგორ აპირებს ალჟირი ამერიკის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების გვერდში დგომას და მალიში დასავლეთ აფრიკის ძალების მხარდაჭერას. დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის მალიში 3 ათასიანი სამხედრო შენაერთი გაიგზავნოს, რომელიც ქვეყნის სტაბილიზაციას, არმიის აღდგენას და ამბოხებულთა განდევნას შეუწყობს ხელს.

აპრილში ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ისლამისტმა ამბოხებულებმა ჩრდილოეთ მალი ხელში ჩაიგდეს. კლინტონის განცხადებით, ალ-ყაიდა ისლამურ მაღრიბში სხვა დანარჩენ ექსტრემისტულ ჯგუფებთან ერთად ცილობს ჩრდილოეთ აფრიკის დემოკრატიულ გარდაქმნებს ძირი გამოუთხაროს. მისი თქმით, ალ-ყაიდამ მონაწილეობა ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მომხდარ თავდასხმაშიც მიიღო, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩი და საკონსულოს 3 თანამშრომელი შეეწირა.
XS
SM
MD
LG