ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი დღეს ეთიოპიაში იმყოფება


ჰილარი კლინტონი დღეს ეთიოპიაში იმყოფება
ჰილარი კლინტონი დღეს ეთიოპიაში იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ეთიოპიაში იმყოფება, სადაც ის ქვეყნის პრემიერ მინისტრ მელეს ზენავის შეხვდა. ეთიოპია კლინტონის აფრიკული ტურნეს ბოლო ქვეყანაა.

სახელმწიფო მდივანი ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში სიტყვით გამოვიდა, სადაც ამერიკის აფრიკული პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, კლინტონი ერთ-ერთ სკოლასაც ეწვია და ქალების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სკოლაში გამართულ შეხვედრას ეთიოპიის პირველი ლედი და განათლების მინისტრი ესწრებოდნენ.

კლინტონი ეთიოპიაში მდებარე მშვიდობის კორპუსის სათაო ოფისსაც ეწვია და შეხვედრის დამსწრეებთან ეკოლოგიურად სუფთა სამზარეულო ღუმელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთიოპიაში სამზარეულო ღუმლები საწვავის უკმარისობისა და არაჯანსაღი გამონაბოლქვის გამო მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

კლინტონის ვიზიტი ეთიოპიაში სამშაბათს დასრულდება. მანამდე კი სახელმწიფო მდივანი ერთ-ერთ საავადმყოფოსაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG