ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი - მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი?


2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ჰილარი კლინტონმა საკუთარი პიროვნება ნაკლებად პოპულარული ბარაკ ობამასგან უნდა გამიჯნოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00
ბმული

ჰილარი კლინტონი ამერიკის პოლიტიკურ ავანსცენაზე 20 წელია მოღვაწეობს. კარიერის მანძილზე საზოგადოებას იგი პირველი ლედის, სენატორის, საპრეზიდენტო კანდიდატის და სახელწიფო მდივნის რანგში მოევლინა.

თუ ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს , როგორც პოლიტიკური ექსპერტი სტივენ ჰესი აღნიშნავს, იგი ერთერთი ყველაზე გამორჩეული კანდიდატი იქნება:

„დემოკრატიული პარტიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო მოედანზე ჯერჯერობით ერთადერთი გამოკვეთილი კანდიდატურა დგას და ისიც ჰილარი კლინტონია.“

საპრეზიდენტო კანდიდატობის შემთხვევაში , რესპუბლიკელები ჰილარი კლინტონს ერთ ძირითად შეკითხვაზე მოსთხოვენ პასუხს და ეს 2012 წელს ლიბიაში მომხდარ ტერორისტული აქტი იქნება.

ახლახანს ჰილარი კლინტონმა ბენღაზის ტერაქტთან დაკავშირებით სინანული კიდევ ერთხელ გამოთქვა:

„ფაქტია , რომ ტერაქტს ოთხი ამერიკელი ემსხვერპლა. არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი პროტესტი გახდა თუ მავანთა გადაწყვეტილება, ამერიკელები დაეხოცათ? ჩვენი ვალია გავარკვიოთ, თუ რა მოხდა და ყველანაირად ვეცადოთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.“

თუ ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მას გამოწვევა ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგანაც ელის.

„ასეთ დროს ადამიანი სამიზნე ხდება და დარტყმებს არა მარტო ოპონენტებისგან , არამედ მედიისგანაც იღებს. თუმცა ფულის შეგროვების მიზნით ეს ერთგავარად სასარგებლოცაა.“

პოლიტიკური ანალიტიკოსის სტიუარტ როტენბერგის თქმით, ჰილარი კლინტონმა საკუთარი პიროვნება ნაკლებად პოპულარული ბარაკ ობამასგან უნდა განაცალკევოს:

„მისი ხედვა პრეზიდენტ ობამას ზოგიერთი შეხედულებისგან მკვეთრად უნდა გასხვავდებოდეს. კანდიტატის გამოსვლებში კლინტონი უნდა შეეხოს თემებს, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებს.“

რესპუბლიკურ პარტიას გამორჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინანტი ჯერჯერობით არ ჰყავს, თუმცა მარათონში შესაძლოა ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი ჩაერთოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელოვნურად მოწყობილ საგზაო საცობთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, რომელიც მისი ქვეშერმდომების მიერ იყო დაგეგმილი.

თუ კრის კრისტი პრაიმერის მარათონში ვერ დაწინაურდა, მაშინ ის გზას ფლორიდის შტატის ყოფილ გუბერნატორს ჯებ ბუშს, ვისკონსინის შტატის გუბერნატორს სკოტ ვოლკერს , ტეხასის სენატორს თედ გრუზს და კენტუკის სენატორს რენ პოლს გაუხსნის.

სტივენ ჰესის ვარაუდით, 2016 წლის საპრეზიდენტო მარათონში ყველაზე დამაინტრიგებელი ოპონენტები ჰილარი კლინტონი და ჯებ ბუში იქნებიან:

„ამერიკელებმა ბევრი პოლიტიკოსის გვარიც კი არ იციან, ამიტომ ეს ადამიანები ყველაზე გამორჩეულები გახდებიან, მათ ხომ ცნობილი გვარები აქვთ: ბუში და კლინტონი .“

2016 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატების ნომინანაცია კიდევ ორი წელი არ მოხდება, თუმცა რომელი პოლიტიკოსი მიიღებს გადაწყვეტილებას ნომინანტი გახდეს ამ წლის ბოლოსთვის გაირკვევა.
XS
SM
MD
LG