ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების გენერალი დევიდ პეტრეუსი ცენტრალური სადზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ოფიციალურ ფიცს დადებს. პეტრეუსი სადაზვერვო სააგენტოს რიგით მეოცე დირექტორი გახდა. ფიცის დადების ცერემონია დახურული იქნება. გენერალი პეტრეუსი სამხედრო სამსახურიდან გასულ კვირას გადადგა. მან არმიაში 37 წელი იმსახურა. ბოლო პერიოდში გენერალი პეტრეუსი ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების არმიებს ხელმძღვანელობდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აქ უკვე ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ კი თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავა.

XS
SM
MD
LG