ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოინსეტია - შობის ალისფერი ყვავილი


შობის ტრადიციის ერთ-ერთი ელემენტზე ზამთარში მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00
ბმული

პოინსეტია ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო ქოთნის ყვავილია. შობის ტრადიციის ერთ-ერთი ელემენტი, სწორედ წითელი პოინსეტიაა, ამიტომაცაა, რომ ზამთარში მათზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გათვლებით, გასულ წელს დაახლოებით 114 მილიონი დოლარის ღირებულების პოინსეტიას ყვავილი გაიყიდა. რაც გასულ წელთან შედარებით 3%-იან ზრდაზე მიუთითებს.

პოინსეტია ცენტრალურ ამერიკაშია გავრცელებული, მას ზრდისთვის სითბო სჭირდება. ყველაზე პოპულარულია პოინსეტია ალისფერი წითელი ყვავილებით. თუმცა არსებობს მისი 100-მდე სახეობა. მათ შორის თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი და იასამნისფერი.

პონსტიას ყვავილები მცირე ზომისაა, რომელთაც გარშემო ფერადი ფოთლები აკრავს. სწორედ ეს ფოთლები ხდის პოინსეტიას განსაკუთრებულად ლამაზს.

სახელი პოინსეტია მცენარეს ჯოელ რობერტ პოინსეტის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც 1825 წელს ამერიკის პრეზიდენტის ჯონ ქუინსი ადამსის მიერ დანიშნული მექსიკის პირველი მინისტრი გახლდათ. პოინსეტი მცენარეებით, მებაღეობით იყო გატაცებული. მან ვალურ გარემოში მზარდი ეს ლამაზი ყვავილები შეამჩნია, რომლთა სიმაღლე ზოგჯერ 4 მეტრსაც აღწევდა. მას ისე მოსწონდა ეს ყვავილები, რომ რამდენიმე ნერგი შეერთებულ შტატებში გააგზავნა.

ყვავილს ბოტანიკოსები ლათინურ ენაზე ეუფორბია პულჩერიმას ეძახიან, რაც ნიშნავს " ყველაზე ლამაზ" ეუფორბიას. არსებობს ამ ყვავილის ბევრი მონათესავე მცენარე, მათ შორის კაუჩუკის ხეები და მანიოკი.

იმ პირებს რომელთაც ალერგია აქვს ლატექსზე და რეზინის ნაკეთობებზე, შესაძლოა მცირე გამონაყარიც კი გაუჩნდეთ პონსეტიას ყვავილებთან შეხებისას. ასევე საშიშია ,თუ ბავშვები და ძაღლები მცენარეს პირში ჩიდებენ და დაღეჭავენ. თუმცა ექსპერტების თქმით, ეს ყვავილები ისეთი შხამიანი არაა, როგორც ზოგიერთი თვლის.

1920 წელს ალბერტ ეკეს და მის ვაჟს პოლს გაუჩნდათ იდეა მოესინჯათ პოინსეტიას ზამთარში აყვავილება. პოლმმა ჩათვალა, რომ ეს ყვავილები შობის დღსასწაულს გაალამზებდა. იდეის განსახორციელებლად მამა-შვილმა პატარა ფერმა იყიდეს კალიფორნიის შტატში მდებარე ენცინიტას მიდამოებში. თავდაპირველად ისინი ზრდიდნენ პოინსეტიების დიდ მცენარეებს მინდორში. შემდეგ მატარებლით აგზვნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მეყვავილეებთან. მეყვავილეები დიდ მცენარეებს აცელკევებდნენ ნერგებად და მცირე ზომის ყვავილებად ზდიდნენ სათბურებში ზამთრამდე.

1960 წელს გამოიყვანეს პონსეიტიას კონტეინერებში გაზრდილი ჯიშები. სწორედ მიღებული პატარა ჯიშების გაყიდვა დაიწყეს ალბერტ და პოლ ეკეებმა. დღეს-დღეობით სწორედ ისინი ითვლებიან მთავარ მომმარაგებლებად, როგორც აშშ-ის მასშტაბით ისე მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში.

შობის დღესასწულზე პოინსეტია აშშ-ში ამშვენებს, როგორც სახლებს ისე სავაჭრო ცენტრებს, ოფისებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს.
XS
SM
MD
LG