აშშ-ის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის ოფიციალური ნაძვის ხე მიიღო, რაც ტრადიციულად მადლიერების მეორე დღეს ხდება. ქალბატონმა ობამამ ნაძვის ხე შვილებთან ერთად შეათვალიერა, რომელიც მარხილით მიიტანეს. სამხედრო გუნდი ამ დროს სპეციალურ სიმღერას ასრულებდა. ნაძვის ხის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრი და 80 სანტიმეტრია. პრეზიდენტ ობამას 14 წლის ქალიშვილმა მალიამ აღნიშნა, რომ ნაძვის ხეს ლამაზი კენწერო უნდა ჰქონდეს. შემოწმების შემდეგ მან მოიწონა ნაძვის ხე.. პირველმა ლედიმაც კმაყოფილების ნიშნად ცერა თითი აჩვენა მომტანებს, რაც ასევე ტრადიციული ჟესტია და მოწონებას ნიშნავს.
ნაძვის ხის სიმაღლე 5 მეტრი და 80 სანტიმეტრია