ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობის დღესასწაულზე საეკლესიო ლიდერები მშვიდობისთვის ლოცულობენ


რომის პაპმა ფრანცისკემ შობის ღამეს ომებით და ტერორიზმით გათანგულ მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მიმართვისას, პაპმა იმათ შესახებ ილაპარაკა, ვინც სირიაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალდა, განსაკუთრებით კი "ყველაზე საშინელი ბრძოლებისას ქალაქ ალეპოში." მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკებების შედეგად მოხდეს.

ინგლისის ეკლესიის წინამძღვარმა, კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ მსოფლიოს 85 მილიონ ანგლიკან ქრისტიანს ანალოგიური გზავნილი შესთავაზა. კვირას, მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა: "2016 წლის ბოლოს ჩვენ უფრო ნაკლებად პროგნოზირებად და გაურკვეველ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რაც უფრო მეტ შიშს ბადებს."

გაზრდილი უსაფრთხოება

უსაფრთხოების ძალები გაზრდილი რაოდენობით განალაგეს ტაძრებსა თუ აეროპორტებში. იყო ვარაუდი და მონაცემები, რომ ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" შობის დღესასწაულის დღეებში თავდასხმას გეგმავდა ქრისტიანების წინააღმდეგ.

​მსოფლიოს ქრისტიანმა მრევლმა ტრადიციული რიტუალებით იესო ქისტეს შობა აღნიშნა.

ქალაქ ბეთლემში ათასობით მომლოცველი და ტურისტი ჩავიდა.

ერაყში, ასობით ქრისტიანი ქალაქ მოსულთან შორიახლოს ქრისტიანულ ღვთისმსახურებას დაესწრო.

​პაკისტანში, 1000-მდე ქრისტიანი დაესწრო წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარში აღვლენილ ლოცვებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ შობა ჰავაიზე აღნიშნეს, სადაც პირველი წყვილი, ქალიშვილებთან ერთად, შვებულებას ატარებს.

XS
SM
MD
LG