ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრისტინ ლაგარდი მოწმის სახით დაიკითხება


ეპიზოდი ეხება მის საქმიანობას საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე

საფრანგეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოიძიოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის ქრისტინ ლაგარდის კავშირი სკანდალურ ფინანსურ გადარიცხვებთან. ეპიზოდი ეხება მის საქმიანობას საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, კერძოდ 2007 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა 500 მილიონიან დავას სახელმწიფოს და ნიკოლა სარკოზის მეგობარს შორის.

სასამართლომ ქალბატონი ლეგარდი ამ საქმეში მთავარ მოწმედ დაასახელა.
გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორატურამ ლაგარდის ორ დღიანი დაკითხვა აწარმოვა. ამ დროისათვის ის მთავარ მოწმეა, თუმცა არაა გამორიცხული რომ მას ბრალი წაეყენოს ახალი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG