ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურ მწარმოებელს ცოფის ვაქცინის ფალსიფიცირებაში ედება ბრალი


ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდებით წამლების ადგილობრივი მწარმოებლის მიმართ გამოძიება დაიწყო. კომპანიას ცოფის ვაქცინის წარმოების რეგულაციების დარღვევაში ედება ბრალი.

"ჩანშენ ბიოტექნოლოგიას" ვაქციების წარმოების შეწყვეტა უბრძანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აღმოაცინა, რომ კომპანია წარმოების ფალსიფიცირებას ახდენდა და ასევე აყალბებდა ინსპექტირების ჩანაწერებსა და შედეგებს.

პრემიერმა ლიმ კვირას განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ მან "მორალური ხაზი" გადაკვეთა. პრემიერმა პირობა დადო, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ემუქრება, მკაცრად დაისჯება. არ ვრცელდება ინფორმაცია კონკრეტული დაშავებულების შესახებ, თუმცა ცნობებმა მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

კომპანია გასულ წელს აღმოჩენილი დარღვევების გამო ერთხელ უკვე გახდა იძულებული შეეწყვიტა დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველის ვაქცინების წარმოება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG