ჩინეთის ხელისუფლება უცხოეთში საკუთარ იმიჯზე ზრუნვას იწყებს, ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტურისტების ქცევით უკმაყოფილოა. ჩინეთის ხელისუფლებამ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით პეკინში ეროვნული მნიშვნელობის მონუმენტებთან ქცევის წესების და ჩინელი ტურისტების სამოგზაურო ნორმები შეადგინა. შენონ ვან სანტი ჩინეთიდან მოგვითხრობს.
სამოცხდაოთხ გვერდიანი ჩინური მეგზური ცივილიზებული ჩინელი ტურისტებისთვის ილუსტრაციებისგანაც შედგება. მეგზური სხვა რჩევებთან ერთად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს რომ წესრიგში ჰქონდეთ თმები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხვირით არ იმოქმედონ, როდესაც რაიმეს აღება სურთ, და საზოგადოებრივ ტუალეტების უნიტაზებზე ფეხსაცმელების ნაკვალევი არ დატოვონ.
15 წლის კაჩინა ხუსთვის, ეს მეგზური მისაღებია. ის საფრანგეთში, პროვანსში მოგზაურობიდან სულ ახლახან დაბრუნდა პეკინში.
კაჩინა ხუ: ჩინელი ტურისტები ფოტოს გადაღებისთვის საუკეთესო ადგილის მოპოვების მიზნით ერთმანეთს დაერივნენ, და ადგილზე პოლიცია მოვიდა. ეს სირცხვილია, ამის ამსახველი კადრები საინფორმაციო საშუალებებმაც აჩვენეს.
ის ამბობს, რომ ტურისტების უმრავლესობა რომელიც ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდის ქვეყანას არცხვენს.
კაჩინა ხუ: მე ამის მრცხვენია, რადგან ისინი უცხოეთში ისე იქცევიან, რომ ქვეყანას არცხვენენ.
ჩინეთის ვიცეპრემიერი ვანგ იონგი ამ მოსაზრებას ეთანხმება. ამ წლის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ქვეყნის იმიჯი ბოლო წლებში საგრძნობლად დაზარალდა ჩინელი ტურისტების უცხოეთში არაცივილური მოქცევის გამო.
ჰონ კონგში მცხოვრები ადამიანებიც კი ცდილობენ რამენაირად გაუმკლავდნენ ტურისტთა მოზღვავებულ რაოდენობას. ადგილობრივი ტურისტული კომპანიის მენეჯერი რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ ზოგიერთი ტურისტი პირველყოფილივით იქცევა.
ისინი ცდილობენ რომ ერთმანეთს მიაწვნენ რიგში, პირველები ავიდნენ მატარებელში. ჩინეთის საზღვრები ადრე დაკეტილი იყო. ახლა ხალხს მიეცა საშუალება რომ ვიზები მიიღოს და ქვეყნიდან გავიდეს. ეს მათთვის რაღაც ახალია.
გასულ წელს საზღვარგარეთ 83 მილიონმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა და მთლიანობაში 102 მილიონ დოლარამდე დახარჯა. ტურისტული სააგენტოს მენეჯერი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ისინი კარგი მანერებით გამოირჩევიან თუ არა, მათი სურვილი, რომ იმოგზაურონ და დახარჯონ ფული, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი სასურველი ტურისტები არიან.
ჩინელებს მოსწონთ ფულის ხარჯვა მოგზაურობის დროს, რაც მომგებიანია უცხოელებისთვისაც, ამის გამო ისინი ბევრ სხვა რამეს უბრალოდ არ შეიმჩნევენ.
ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ჩინეთთან სავიზო მიმოსვლა გაამარტივა, რის შემდეგაც 2018 წლისთვის ტურისტთა გაორმაგებაა მოსალოდნელი.