ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობის საქმე


ამ მოვლენამ ჩინეთის პოლიტიკური წრეებში სკანდალი გამოიწვია

ჩინელმა პროკურორებმა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის ბო ქილაის მეუღლეს და მის თანამშრომელს, ბრიტანელი ბიზნესმენის ნეილ ჰეივუდის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ამ მოვლენამ ჩინეთის პოლიტიკური წრეებში სკანდალი გამოიწვია.

გუშინ ჩინეთის მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ბო ხილაის მეუღლეს - გუ კაილაის და მის თანამშრომელს - ძიანგ ხიაონჯუნს გარდაცვლილ ბიზნესმენთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. პარტნიორებს შორის უთანხმოების გამო, ეჭვმიტანილებმა გადაწყვიტეს ჰეივუდი მოეწამლათ. მათი მიაჩნდათ, რომ ბიზნესმენი გუს ვაჟის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და თავდაცვის გამო მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

ეჭვმიტანილებს იმ ქალაქში გაასამართლებენ, სადაც ბრიტანელი ბიზნესმენი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG