ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ახალი მთავრობის გამოწვევები


ქვეყნის ლიდერმა მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სამართლიანი საზოგადოების შექმნა აღუთქვა

ათასობით დელეგატი პეკინში ყოველწლიურ საკანონმდებლო სესიაზე შეიკრიბა, რათა ქვეყნის 10-წლიანი მართველობის შეცვლა განიხილოს.

ჩჲნეთის ახალმა პრეზიდენტმა ხი ჟინპინმა ჰიუ ჟინტაო უნდა შეცვალოს.პრემიერი მინისტრ ვენ ჟიაბაოს კი ლი კექიანგი ჩაენაცვლება. კონგრესმა დახურულ კარს მიღმა მთავრობის სხვა წევრები უნდა დანიშნოს.

ნოემბერში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ხი ჟინპინგმა მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სამართლიანი საზოგადოების შემქნას აღუთქვა.

ჩინეთის ახალ მთავრობას ამ მიზნის მისაღწევად კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების გაუმჯობესება, განათლებაზე და გარემოს დაცვაზე მუშაობა მოუწევს.
XS
SM
MD
LG