ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი დისიდენტები ჰონგ კონგში ჩავიდნენ


იაპონიამ აქტივისტები საიმიგრაციო კანონის დარღვევის გამო დააპატიმრა

იაპონიის მიერ დეპორტირებულ ჩინელ დისიდენტთა პირველი ჯგუფი ჰონგ კონგში ჩავიდა.

ოკინავას რეისით ჩამოფრენილ ხუთ აქტივისტს და ორ სატელევიზიო ჟურნალისტს ჰონგ კონგში გმირებივით შეხვდნენ. ისინი იმ 14 დაპატიმრებულ ჩინელ მოქალაქეს შორის იყვნენ, ვინც იაპონიის კუნძულზე ჩაფრენის შემდეგ დააპატიმრეს.

ოთხშაბათს, აქტივისტთა ჯგუფი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულზე დააპატიმრეს, სადაც მათ ჩინეთის დროშა აღმართეს და ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. იაპონიამ აქტივისტები საიმიგრაციო კანონის დარღვევის გამო დააპატიმრა.

პეკინმა ტოკიოს მიერ დაპატიმრებულების სასწრაფო გათავისუფლება მოსთხოვა.



XS
SM
MD
LG