ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა


17,000 დემონსტრანტმა ახალი წლის დღეს ტრანსპარანტებით და შეძახილებით ქალაქის ქუჩებში გაიარა

ჰონგ კონგში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. მათ ასევე მოსთხოვეს ჩინეთის მთავრობას უფლება მისცეს, საკუთარი ქალაქის მერი თავდ აირჩიონ.

პოლიციის განცხადებით, 17,000 დემონსტრანტმა ახალი წლის დღეს ტრანსპარანტებით და შეძახილებით ქალაქის ქუჩებში აქცია ჩაატარა. ისინი ლეუნგ ჩან-უინგის გადაყენებას მოითხოვდნენ.

ლეუნგი ჰონგ კონგის ჰონგ კონგის მერად 2012 წლის ივლისში დანიშნეს. მის მიმართ კრიტიკის ტალღა მაშინ აგორდა, როდესაც იგი ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში პირადი ინტერესების გატარებაში ამხილეს.

XS
SM
MD
LG