ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორეგონის შტატის პროკურორთა ბრალდება


ეჭვმიტანილებს მგრძნობიარე ტექნოლოგიების არალეგალურად შესყიდვა ედებათ ბრალად

ორეგონში შეერთებული შტატების პროკურორებმა ორი ჩინური წარმოშობის მქონე პირის მიმართ საქმე აღძრეს.

ეჭვმიტანილებს სარაკეტო და სარადარო სისტემების შექმნის მიზნით, მგრძნობიარე ტექნოლოგიების არალეგალურად შესყიდვა ედებათ ბრალად. მათ დაარღვიეს ამერიკის კანონი ექსპორტის შესახებ, კონტრაბანდულ საქმიანობას ეწეოდნენ და ფულს ათეთრებდნენ.

პროკურორების განცხადებით, ეჭვმიტანილებმა ყალბი პირადობის მოწმობებით შეცდომაში შეიყვანეს ამერიკული კომპანია და შეისყიდეს მისგან ელექტრონული ნაწილები, რომლებიც ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურაზე მუშაობენ.

ეჭვმიტანილებს ასევე ბრალად ედებათ ყალბი ინტერნეტ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის შექმნა, რომელიც ვითომდა ნიუ იორკის ცნობილ კომპანიას ეკუთვნოდა.

XS
SM
MD
LG