ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური პროცესი


პოლიტიკოსის მეუღლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასრულდა

ჩინეთში ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი, დაწყებიდან ერთ დღეში დასრულდა. პროცესი აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰეფეიში მიმდინარეობდა.

სასამართლოს ოფიციალური პირების ცნობით განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. წარმომადგენლის ცნობით, განსასჯელი ქალბატონი გუ კაილაი წაყნებულ ბრალდებას მშვიდად შეხვდა და ის ფსიქიკურად გაწონასწორებულია. ჩინელი პოლიტიკოსი ბო სილაის ცოლს გუ კაიალიას და მის მსახურს ქალაქ ჩუნცინში ბრიტანელი ბიზნესმენის ნეილ ჰეივუდის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

აღსანიშნავია, რომ ამავე ქალაქში კაიალაის მეუღლე ბო სილაი კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო. ამ სკანდალმა მისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა, თუმცა მას ბევრი ჩინური პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად განიხილავდა. მის მეუღლეს, განსასჯელ გუ კაილაის შესაძლოა სასიკვიდლო განაჩენი გამოუტანონ.
XS
SM
MD
LG