ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი „ეფლს“ უჩივის


„ეფლის“ მომმარაგებელ კომპანია „პეგატრონს“ სამუშაო პირობების შესახებ ჩინეთის კანონის დარღვევაში ედება ბრალი

ჩინეთის პროფკავშირები კომპანია „ეფლის“ მომმარაგებელ ფირმას მშრომელთა უფლებების დაუცველობაში ადანაშაულებს. ბრალდებებს შორის ხელფასების დაგვიანება და გარემოს დაცვის რეგულაციების დარღვევაც არის.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ტაივანური კორპორაცია „პეგატრონი“ სამუშაო პირობების შესახებ არსებულ ჩინეთის კანონს არღვევს. კომპანია „ეფლი“ პასუხად აცხადებს, რომ ის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპის ერთგულია და ჩინეთის მშრომელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ბრალდებას გულდასმით გამოიძიებს. ანალოგიური განცხადება „პეგატრონმაც“ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG