ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ინტერპოლის ყოფილ დირექტორს ფულის გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლებს


ჩინეთი ინტერპოლის ყოფილ დირექტორ მენგ ჰონგვეის სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად დახარჯვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გაასამართლებს.

მენგი გასულ სექტემბერს გაუჩინარდა, როცა საფრანგეთიდან დროებით ჩინეთში დაბრუნდა. მოგვიანებით პეკინმა გამოაცხადა, რომ ის სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და რომ ის ინტერპოლის ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგა.

ჩინეთის ცენტრალურმა დისციპლინარულმა კომიტეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მენგი მმართველი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს, რადგან ის არ იცავდა პარტიის პრინციპებს და უარს ამბობდა დამორჩილებოდა მის გადაწყვეტილებებს.

მენგს ჩინეთის მთავრობა საბიუჯეტო თანხების საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ გამოყენებაში და თანამდებობის გამოყენებით ცოლისთვის სამსახურის მონახვაში დახმარების გაწევაში სდებს ბრალს.

მენგი წარსულში ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო. ის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის მთავრობამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG