ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი საჯაროდ გამოჩნდა


ქსი ჯიმპინგმა ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრები გააუქმა

ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი, ქსი ჯიმპინგი, ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ სტუდენტების წინაშე. სტუდენტებთან შეხვედრა პეკინის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში მოეწყო.

სამთავრობო მედიის განცხადებით, ქსი ჯიმპინგი მეცნიერული მიღწევების პოპულარიზაციის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში ახალგაზრდობას შეხვდა. სხვა რაიმე დეტალი საინფორმაციო სააგენტოს არ გაუმჟღავნებია, თუმცა, მედიაში გამოჩნდა მისი ფოტოსურათები ზემოხსენებული ღონისძიებიდან, სადაც ის საკმაოდ ჯამრთელად გამოიყურება.

ვიცე პრეზიდენტმა ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრები გააუქმა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან.
XS
SM
MD
LG