ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსს "სახალხო ომს" უცხადებს


Corona Virus
Corona Virus

იმ დროს, როდესაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა კორონავირუსს „სახალხო ომი“ გამოუცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“,პრეზიდენტ სი ძინ პინის ციტირება მოახდინა: „მთელი ქვეყანა სრული ძალით ფეხზე დადგა, რათა ამისთვის ყველაზე სრული და მკაცრი შეკავების და კონტროლის ზომებით გაეცა პასუხი და ეპიდემიის შეკავების და კონტროლისთვის სახალხო ომი დაიწყო.“

ოფიციალური პირები ჰუბეის პროვინციიდან, სადაც ვირუსის აფეთქება დაიწყო, პარასკევ დილისთვის 69 ახალი გარდაცვალების შესახებ იუწყებიან. ამით სიკვდილის შემთხვევების რიცხვმა 630-ს გადააჭარბა. მათი ცნობით, ინფიცირების 2500 ახალი შემთხვევაც აღინიშნა, რომლითაც საერთო რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნაადრევია დაადასტურონ ჩინეთის ოფიციალური პირების მოსაზრება, რომ ვირუსის აფეთქება თავის პიკს მიუახლოვდა.

სულ ცოტა 23 სხვა ქვეყანაში, დადასტურებული ავადმყოფობის დაახლოებით 150 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის ერთი გარდაცვალება ფილიპინებში და ერთი ჰონგ-კონგში.

34 წლის ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელმაც ვირუსის აფეთქების შესახებ განგაშის ატეხვა სცადა, პარასკევს ვუჰანში გარდაიცვალა. მანამდე, პოლიციამ ექიმს ბრალი „ინტერნეტზე ჭორების გავრცელებაში“ და „საზოგადოებრივი წესრიგისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში“ დასდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG