ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავაჭრო მოლაპარაკების საწარმოებლად, ჩინეთის წარმომადგენელი ვაშინგტონს ეწვევა


ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰი იანვრის ბოლოს შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მისი მიზანი ჩინეთსა და ამერიკას შორის მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების გადაჭრა და ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის ურთიერთობის დარეგულირებაა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა გაო ფენგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰი ვაშინგტონს 30-31 იანვარს ამერიკის ხაზინის მდივნის სტივენ მნუჩინის მოწვევით ესტუმრება.

გასულ კვირას ამერიკის დელეგაციამ პეკინში მოლაპარაკების პირველი რაუნდი ოპტიმისტურად შეაფასა. ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთსა და ვაშინგტონს შორის სატარიფო ომის დამთავრების გზები გამოიკვეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG