ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ჩინეთის ზღვაში


ამერიკის სამხედრო გემს საერთაშორისო წყლებში კურსის შეცვლა დასჭირდა ჩინურ გემთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად

ჩინეთმა დაადასტურა ინციდენტი, რომლის დროსაც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საბრძოლო გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ლამის დაეჯახა ჩინურ საბრძოლო გემს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინური გემი გეგმიურ პატრულირებას აწარმოებდა, როცა ის 5 დეკემბერს ამერიკული საბრძოლო გემის მარშრუტზე აღმოჩნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტზე თავის გართმევა მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებით მოხდა და მხარეებმა ამ თემაზე საუბარი „ნორმალური არხების გავლით“ გააგრძელეს. ამერიკის სამხედრო გემს საერთაშორისო წყლებში კურსის შეცვლა დასჭირდა ჩინურ გემთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ჩინური გემი ქვეყნის ახალ ავიამზიდს - ლიაონინგს - ახლდა.
XS
SM
MD
LG