პეკინში, ამერიკის საელჩოსთან, ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. 26 წლის მამაკაცს ბომბი ხელში აუფეთქდა. პოლიციის ცნობით, ბომბი ფოიერვერკებისგან იყო დამზადებული.
ინციდენტი საელჩოს შესასვლელთან მოხდა, საიდანაც შენობაში ამერიკის ვიზის მაძიებლები გასაუბრებებზე შედიან.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ საელჩოს ტერიტორია კვამლითაა მოცული. შეერთებული შტატების საელჩო პეკინის იმ ნაწილშია განთავსებული, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს.
Facebook Forum