ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩენ გუანჩენის სტატია „ნიუ იორკ თაიმსში“


ჩინელი უფლებადამცველი, ჩენ გუანჩენი „ნიუ იორკ თაიმსში“ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ჩინეთის ხელისუფლებას მისი ოჯახის და სხვა დისიდენტების მიმართ გამოყენებული უსამართლო ქმედებების გამოძიებას სთხოვს.

40 წლის უსინათლო ჩინელი უფლებადამცველი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება. მისი თქმით, ჩინურ სამართალს კანონი კი არ აკლია, არამედ მისი უზენაესობა. კანონმდებლობა ჩინეთში ადამიანის „დაცვას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს“, ოღონდ სამართალდამცველი ორგანიზაციები მათ არაადეკვატურად იცავენ - აღნიშნავს თვითნასწავლი იურისტი.

XS
SM
MD
LG